Monday, September 25, 2017

საშინაო დავალება ტრენინგისთვის

განვათავსოთ სლაიდზე პრეზენტაცია

საშინაო დავალება მომდევნო ტრენინგისთვის

პრეზენტაცია განვათავსოთ სლაიდებზე პირველ სლაიდზე-სათაური მეორე სლაიდზე-პრტეზენტაციის მიზანი მესამე სლაიდზე-თეზისების სახით ჩამოვაყალიბოთ რაზეა პრეზენტაციაში საუბარი მეოთხე-თეზისების გაშლა მეხუთე- დასკვნა და რეკომენდაციები ავტვირთოთ დრაივში და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე სათაურით-მოსწავლის პრეზენტაცია

საავტორო უფლებების ქაოსი

Saturday, September 23, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ როგორ ჩავსვათ პროექტისთვის მოძიებული მასალა დოკუმენტში,ასევე ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება

საავტორო უფლებების ქაოსი

Saturday, September 16, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა მასალა, ვისწავლეთ პროექტის შეფასება,დავხაზეთ დროის ჩარჩო,დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება,შევცვალეთ პროექტის ვიზუალური ფონი

Friday, September 15, 2017

პროექტზე დაფუძნებული სწავლება: პროექტის მიზნები

პროექტზე დაფუძნებული სწავლება: პროექტის მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის, ბეჭდური მედიის საშუალებით.იმსჯელებენ გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე.მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეადარებენ მე-20 და 21- ე საუკუნის კლიმატურ ცვლილებებს და მათ შორის განსხვავების გრაფიკს წარმოადგენენ.იმსჯელებენ  სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურის ვაზის  როლზე საქართველოში და იმ მძიმე შედეგებზე,რაც გამოწვეულია გლობალური დათბობის ზემოქმედებით.წინა პლანზე წამოსწევენ ფოთის საზღვაო აკვატორიის პრობლემას, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მოსავლიანი ნიადაგების გაუდაბნოების პროცესებს.მოსწავლეებს მოჰყავთ მაგალითები გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება როგორ ზრდის საქართველოში ენდემური ხასიათის ინფექციებს.პროექტის დასარულს მოსწავლეები წარმოადგენენ  პრაქტიკულ რჩევებს რაც მინიმუმამდე დაიყვანს ნახშირორჟანგის დაგროვების და ატმოსფეროს დაბინძურების პროცესს და რომ ყოველი ადამიანის კეთილგონიერი ქმედება დადებითად აისახება ბუნებაზე.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება: პროექტის იდეა

პროექტზე დაფუძნებული სწავლება: პროექტის იდეაგლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში





თანამედროვე მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას,კერძოდ უხეში ანთროპოგენული ზემოქმედება ბუნებაზე იწვევს ამ მაშტაბურ პრობლემას რაც თავისთავად უკავშირდება კლიმატურ ცვლილებებს დედამიწაზე, მწვავედ აისახება გლობალური დათბობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითერებაზე და რაც უპირველესია საზოგადოების ჯანმრთელობაზე.

Tuesday, September 12, 2017

მესამე დღის რეფლექსია

ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის მიზნისკენ მიმავალი თეზისები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.საზოგადოებრივი კათედრის ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის ბლოგების გაცნობის შემდეგ რეკომენდაციები გავუწიეთ ერთმანეთს

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

.ზოგადი კითხვა-1.რა არის მსოფლიო ოკეანე და როგორ შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე ადამიანმა რაციონალურად წყლის რესურსები?


თემატური კითხვები- 1.როგორ იწყება გლობალური დათბობა და რა პრევენციები შეიძლება მიიღოს მსოფლიო საზოგადოებამ?
2.ჩართული უნდა იყოს თუ არა თითოეული ადამიანი ამ პრობლემის გადაჭრის საკითხში?

3.შინაარსობრივი კითხვები- 1.რა არის ნახშირორჟანგი და რა შეიძლება გამოიწვიოს მან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას?
2.არის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები კერძოდ მალარია და ლეიშმანიოზი ენდემური და რა კავშირია მათი გლობალურ დათბობასთან?
3.რატომ არის დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მოწყვლადი ფოთის საზღვაო ზონა?




პროექტის მიზნები

კკმკ

პროექტის იდეა