Friday, September 15, 2017

პროექტზე დაფუძნებული სწავლება: პროექტის მიზნები

პროექტზე დაფუძნებული სწავლება: პროექტის მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის, ბეჭდური მედიის საშუალებით.იმსჯელებენ გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე.მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეადარებენ მე-20 და 21- ე საუკუნის კლიმატურ ცვლილებებს და მათ შორის განსხვავების გრაფიკს წარმოადგენენ.იმსჯელებენ  სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურის ვაზის  როლზე საქართველოში და იმ მძიმე შედეგებზე,რაც გამოწვეულია გლობალური დათბობის ზემოქმედებით.წინა პლანზე წამოსწევენ ფოთის საზღვაო აკვატორიის პრობლემას, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მოსავლიანი ნიადაგების გაუდაბნოების პროცესებს.მოსწავლეებს მოჰყავთ მაგალითები გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება როგორ ზრდის საქართველოში ენდემური ხასიათის ინფექციებს.პროექტის დასარულს მოსწავლეები წარმოადგენენ  პრაქტიკულ რჩევებს რაც მინიმუმამდე დაიყვანს ნახშირორჟანგის დაგროვების და ატმოსფეროს დაბინძურების პროცესს და რომ ყოველი ადამიანის კეთილგონიერი ქმედება დადებითად აისახება ბუნებაზე.

No comments:

Post a Comment